Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries
Europe must be involved in decisions on ending war – Zelensky

ბიძინა ივანიშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო, ის არა მხოლოდ სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება

ნახვები: 636 ბიძინა ივანიშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო, ის არა მხოლოდ სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ლევანი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი.

ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. არა მხოლოდ თავისი სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებით, ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება.

ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელ ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა