Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries
Europe must be involved in decisions on ending war – Zelensky

„ვიზეარი“ - ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტუაციის პროფესიონალურად გამკლავებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ეჭვმიტანილის სწრაფად პოვნას

ნახვები: 630 „ვიზეარი“ - ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტუაციის პროფესიონალურად გამკლავებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ეჭვმიტანილის სწრაფად პოვნას

„ვიზეარი“ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ სიტუაციის სწრაფად და პროფესიონალურად გამკლავებას, მათ შორის, ეჭვმიტანილის სწრაფად პოვნას, – ამის შეახებ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში, რომელიც კომპანიამ სუს-ის მიერ ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

„„ვიზეარს“ აქვს ნულოვანი ტოლერანტობა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური აგრესიის მიმართ, რადგან ჩვენი მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სუს-მა ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. სუს-ის ცნობით, აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათაო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. 14 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ შესული შეტყობინების გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა