Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries
Europe must be involved in decisions on ending war – Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მთავარი კითხვაა, კიდევ რამდენ ხანს მისცემს მსოფლიო საშუალებას რუსეთს, დარჩეს ასეთად? რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთის აგრესია, მით უფრო დიდ ცვლილებებს ვიხილავთ

ნახვები: 493 ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მთავარი კითხვაა, კიდევ რამდენ ხანს მისცემს მსოფლიო საშუალებას რუსეთს, დარჩეს ასეთად? რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთის აგრესია, მით უფრო დიდ ცვლილებებს ვიხილავთ

უკრაინის ქმედებები შეზღუდულია იარაღის მოქმედების სიშორითა და ეფექტურობის ხარისხით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას და აღნიშნა, რომ კიევმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება.

„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მიწის დაბრუნება და პუტინს შეუძლია, დამარცხდეს. ეს უკვე მოხდა ერთხელ და მეტჯერაც ბრძოლის ველზე. ჩვენი ქმედებები შეზღუდულია განადგურების საშუალებების ეფექტურობის ხარისხით და მოქმედების მანძილით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ავედეევკაში შექმნილი სიტუაცია ამას ცხადჰყოფს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას შეიარაღების ხელოვნურ დეფიციტში ამყოფებენ, რაც პუტინს ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებთან ადაპტაციის საშუალებას აძლევს.

„ეს დემოკრატიის თვითშესუსტება ძირს უთხრის ჩვენს საერთო შედეგებს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს უქმნის საფრთხეს.

„კიდევ რამდენ ხანს მისცემს მსოფლიო საშუალებას რუსეთს, დარჩეს ასეთად? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა დღეს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთის აგრესია წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ, მით უფრო დიდი ცვლილებებს ვიხილავთ. შესაძლოა, ადამიანებს მოუხდეთ ცხოვრება ისეთ მსოფლიოში, სადაც ლოკალური ომები მხოლოდ ლოკალური აღარ იქნება. ნებისმიერი ომი ქმნის საფრთხეს, გარდაიქმნას გლობალურ კატასტროფად. შესაძლოა, სურსათისა და მიგრაციის იარაღად გამოყენებამ დაარღვიოს არსებული რეგიონული ბალანსი და ძირი გამოუთხაროს ბევრ პოლიტიკურ სისტემას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ამერიკაშიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა