გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

„საქსტატი“ - 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9%-ით ნაკლებია

ნახვები: 570 „საქსტატი“ - 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 837.6 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.9 პროცენტით ნაკლებია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსხვილფეხა პირუტყვის საერთო ოდენობიდან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 413.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.3 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობამ 131.5 ათასი სული შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.5 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პროცენტით მეტია. 2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 585.4 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.6 პროცენტით აღემატება 2022 წლის შედეგს. 2023 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 76.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. 2023 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 157.9 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია. 2023 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 637.8 მილიონი ცალი და 2022 წელთან შედარებით 2.6 პროცენტით ნაკლები შეადგინა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა