ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ

შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია

ნახვები: 596 შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია ჩვეულებრივი ფურცლებია

სალომე ზურაბიშვილისთვის კონსტიტუცია არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს, ის თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს და იქცევა ისე, როგორც მას სურს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე წასვლით სალომე ზურაბიშვილი არა საქართველოს, არამედ, მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.

„ეს კიდე ერთხელ აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს. მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია, მას გული არ შესტკივა იმ თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია. ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. ამიტომ მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე სადღაც წიგნის სახით დევს და ამიტომაც თავისუფლად აცხადებს, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არაა. ის იქცევა ისე როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი რატომაც ის ამ პოზიციას ინარჩუნებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ, მათ შორის, უცხოეთშიც მას ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები. ამიტომაც არის, რომ ის ახერხებს, ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას. ის არ წარმოადგენს საქართველოს. კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის სადაც ისაუბრებს, ისაუბრებს როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს ის საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამისი ბევრი მცდელობა ექნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა