ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ავდიივკაში ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები

ნახვები: 617 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ავდიივკაში ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს აღმოსავლეთ ფრონტზე ყველა საჭირო მხარდაჭერას ჰპირდება.

„რაც შეეხება სიტუაციას ფრონტის ხაზზე - ავდიივკაში და, ზოგადად, აღმოსავლეთში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ზელენსკი.

ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ ავდიივკაში არსებულ ვითარებას "რთული, მაგრამ კონტროლირებადი" უწოდა. მისი თქმით, გამოიყო დამატებითი საბრძოლო რესურსი და მომზადდა ახალი პოზიციები და უკრაინული ჯარები „იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ ძალას და საშუალებას მტრის შესაკავებლად“.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ქალაქი, შესაძლოა, რუსულმა ძალებმა დაიკავონ, რადგან უკრაინელებს საარტილერიო საბრძოლო მასალა უთავდებათ. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებაზე კონგრესის უმოქმედობას „დიდი ფასი“ მოჰყვება და ის, რაც ახლა ავდიივკაში ხდება, შეიძლება ფრონტის სხვა სექტორზეც განმეორდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა