ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე - ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს!

ნახვები: 617 რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე - ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს!

ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ ის ჩვენ გვყავს! - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა სახელმწიფო დუმის სხდომაზე განაცხადა.

„ამერიკაში სურთ, რომ პრეზიდენტად პუტინი ჰყავდეთ. მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს! მათ კი ბაიდენი ჰყავთ. ხედავთ, სასჯელი მათთვის”, - განაცხადა ვოლოდინმა.

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ასევე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის მომავალი მხოლოდ პუტინთან ერთად არის, ვინაიდან რუსეთი მასთან ერთად „განვითარდება“ და „ძლიერი იქნება“.

ვოლოდინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა უნდა დააფასონ, რომ „პუტინმა საჯაროობის, შეჯიბრის, კონკურენციის გარემო შექმნა“, მაგრამ ამავდროულად საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და მხოლოდ პუტინს მისცენ ხმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა