ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში

ნახვები: 619 კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, ასეთი დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

„„ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის ემზადება, როგორც ყოველთვის და რეალური შესაძლებლობა აქვს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. რამდენ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, 2012 წლიდან მოვდივართ ერთად და ასეთი მხარდაჭერა, როგორიც აქვს დღეს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“. საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს. დღეს ინფორმაცია ჩაკეტილი არ არის. წარსულს ჩაბარდა ის წლები, როდესაც ხელისუფლება გაბატონებული იყო, ჯიბეში ჰქონდა ყველა მედიასაშუალება და რთული იყო სწორი ინფორმაციის მიღება. დღეს ბევრ რამეზე მიგვიწვდება ხელი. შესაბამისად, ხალხი ხედავს, რა ხდებოდა, როგორი ზეწოლა, შემოტევები იყო, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიმტკიცით, პრინციპულობით და პატრიოტიზმით სიმშვიდე და მშვიდობა შევინარჩუნეთ ქვეყანაში, მოვახდინეთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ამ პრინციპებით ვაპირებთ, მომავალში გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება, სადაც, პირველ რიგში, გათვალისწინებულია ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა