IPN - „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული ექსპერტთა მისია დაკომპლექტების პროცესშია
War update: 133 engagements on front line over past day, Defense Forces halt 29 assaults in Pokrovsk sector
Air defense forces shoot down 156 of 183 Russian drones
Russia loses 770 soldiers in war against Ukraine over past day
Russian nighttime drone attack on Kyiv leaves two injured
Canadian combat medics show how they train Ukrainian defenders
Kremlin plans to establish total control over IT sector – intelligence
Zelensky: I hope peace can be achieved in less than year

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას გაითვალისწინეს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა და შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე

15.02.2024 ნახვები: 573

ორგანიზცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებისას საბჭომ გაითვალისწინა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

„დღეს, 14 თებერვალს, დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა. ამ პროცესში, ისევე როგორც პატიმრობის პერიოდში, უფლებების დაცვის საკითხებზე გიორგი მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” უწევდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება.

ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს 2017 წლიდან იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდიდან იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის პირობებში ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულის მიუხედავად, ჩვენი არაერთი მიმართვის შემდეგაც, სასამართლოებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოგვიანებით შემოგთავაზებთ საქმის ვრცელ სამართლებრივ შეფასებას”,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა