ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

National Geographic-მა საქართველო 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულებას შორის დაასახელა

ნახვები: 614 National Geographic-მა საქართველო 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულებას შორის დაასახელა

National Geographic-მა 2024 წლის 20 საუკეთესო სათავგადასავლო მიმართულება დაასახელა. შრი ლანკას, ტაილანდს, ჩილეს, შოტლანდიას, ავსტრალიასა და სხვა ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო National Geographic-ის გლობალური საზოგადოების ექსპერტებმა გამოავლინეს.

„ჩვენს ყოველწლიურ საუკეთესო მიმართულებებს შორის თქვენ აღმოაჩენთ პარიზის ქუჩებს, საქართველოში მდებარე კავკასიონის თოვლიან მთებს, ალჟირის უძველეს კლდოვან ხელოვნებას“, – წერს National Geographic-ი და საქართველოს შემდეგი ქვესათაურით აღწერს: „სათხილამურო ტური საქართველოში მდებარე იუნესკოს ძეგლებს შორის.“

ინფორმაციასთან ერთად National Geographic-ის გვერდზე უშგულში თხილამურებით სრიალის შესახებ ვიდეორგოლია ატვირთული.

„თხილამურებით სრიალი, მოგზაურობა და ნადირობა მთიან საქართველოში ცხოვრების წესია. სვანეთში შეგიძლიათ, ისრიალოთ უღელტეხილებზე და შუა საუკუნეების სოფელ უშგულში, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი მუდმივი დასახლებაა. საუკეთესო თავგადასავლების პერიოდი დეკემბერში იწყება და აპრილში სრულდება“, – წერს National Geographic-ი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა