რატომ აღარ განმეორდება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი და რატომ ვერ ჩამოშლის პროტესტი ძალოვან სისტემას?
მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ქალი დააკავეს
Politico: ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების საგზაო რუკებს ამზადებს, საქართველო მათ შორის არ არის
ტრამპი ბრიტანეთში აშშ-ის ავიაბაზასთან დაკავებულებზე: ისინი სერიოზული ზიანის მიყენებას გეგმავდნენ
გიგა ბოკერია კობახიძის განცხადებაზე: ჩუმად როგორ შეხვდა ტრამპს, არ ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გამორიცხულია
დათო გამცემლიძე: აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება დაუშვებელია, მაშინაც კი, როდესაც ათასგზის მართალი ხარ
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატას უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 632 თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატას უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

წარმომადგენელთა პალატას უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოვუწოდებ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბაიდენი მიესალმა კონგრესის ზედა პალატის, სენატის მიერ დღეს 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს 60 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, და დაახლოებით 14 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის.

ძალაში შესასვლელად აღნიშნული დახმარების პაკეტი კონგრესის ქვედა პალატაში - წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა მიიღონ.

“მივესალმები სენატორების ორპარტიულ კოალიციას და წარმომადგენელთა პალატას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი [დახმარების პაკეტის] განხილვა.

წარმომადგენელთა პალატამ ზომები უნდა მიიღოს და დაუყოვნებლივ გამოაგზავნოს ეს ორპარტიული კანონპროექტი ჩემთან დასამტკიცებლად”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა