მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

გრიგოლ გეგელია - ვიზიარებ მამუკა ხაზარაძის შეფასებას, როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, გადაიხვეწება საქართველოდან

ნახვები: 631 გრიგოლ გეგელია - ვიზიარებ მამუკა ხაზარაძის შეფასებას, როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, გადაიხვეწება საქართველოდან

ეს არის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური შეფასება, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთის მსახურია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ არჩევნების წაგებისთანავე ის წავა მოსკოვში, სადაც არის მისი მენტალური სამშობლო, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიამ კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში“.

გრიგოლ გეგელიას თქმით, თავადაც იზიარებს ამ შეფასებას.

„მიმაჩნია, რომ როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, ის გადაიხვეწება საქართველოდან და, მეტი ალბათობით, იქნება მოსკოვში, სადაც არის მისი რეალური, სულიერი და გონებრივი ადგილი. ეს მოხდება ძალიან მალე, ის დამარცხდება არჩევნებში ამ წლის შემოდგომაზე. წაგების შემთხვევაში, ივანიშვილი წავა თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. ხაზარაძემ ნათლად განაცხადა, რომ ის არ არის პროკურორი და არ აქვს არანაირი ინტერესი, იყოს პროკურორი, ის არის პოლიტიკური ლიდერი და ვართ პოლიტიკური ლიდერები. შესაბამისად, ჩვენ არ და ვერ ჩავერევით იმაში, ვინ სად იქნება არჩევნების შემდეგ. ჩვენთვის მთავარია, რუსეთის მსახური ხელისუფლება დასრულდეს. შემდეგ, რამდენად გაუმართლებს ივანიშვილს და რამდენად გადაურჩება ყველაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში – სამართლებრივს, ეს უკვე დამოკიდებულია თავისუფალ სასამართლოზე, რომელიც ჩვენ მართლა გვექნება. რეპრესიების არავის უნდა ეშინოდეს, რეპრესიების ეშინიათ, რადგან სარკეში რომ იყურებიან, ხედავენ საკუთარ ცოდვებს. „ქართული ოცნების“ ლიდერრბს არ ესმით, რა არის რეპრესია. ვერ ხედავენ, რომ რეპრესია არის ის, რასაც თავად ჩადიან 12 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა