უსამართლო მოსამართლეზე საშიში არავინ არის - ინტერვიუ ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილთან
სუს-მა „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა
თეონა აქუბარდია: კობახიძის გაეროში გამოსვლამ აჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში უკანა პლანზე გადადის
შსს - დარიალის გამშვები პუნქტიდან მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
ნეთანიაჰუ გაეროში: ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა დიდი სახელმწიფოების თანაარსებობის ახალი გზა უნდა მოძებნონ
ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა

ზელენსკი - ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღე დემოკრატიებისთვის

ნახვები: 679 ზელენსკი - ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღე დემოკრატიებისთვის

მადლობელი ვარ აშშ-ს სენატის გადაწყვეტილების გამო, რომ განიხილოს უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერზე წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. 

"მადლობელი ვარ აშშ-ს სენატის გადაწყვეტილების გამო, რომ განიხილოს უკრაინისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი უკრაინის გამარჯვების მხარდაჭერის გასაგრძელებლად და ჩვენი საერთო უსაფრთხოების გაზრდისთვის. ეს ცუდი დღეა პუტინისთვის და კარგი დღე დემოკრატიებისთვის, - წერს ზელენსკი.

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ისრაელისა და უკრაინისთვის 95,3 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ამერიკის კონგრესის ზედა პალატამ მიიღო პროცედურული გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემდგომი განხილვის შესახებ.

კანონპროქტს მხარი 60-მა სენატორმა დაუჭირა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს მოიცავდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს 61 მილიარდ დოლარს უკრაინის მხარდასაჭერად, 14 მილიარდ აშშ დოლარს ისრაელისთვის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, ასევე 4,83 მილიარდ დოლარს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორების მხარდასაჭერად, კერძოდ, ტაივანში.

პროცედურული კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის სენატის, სულ მცირე, 60-მა წევრმა არსებითადაც უნდა დაამტკიცოს.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება, რადგან სენატორები მომავალი კვირიდან ორკვირიან არდადეგებში გადიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა