ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ჯო ბაიდენი - „რესპუბლიკელები“ უკან იხევენ, რადგან დონალდ ტრამპი მათ ურეკავს და ემუქრება

ნახვები: 612 ჯო ბაიდენი - „რესპუბლიკელები“ უკან იხევენ, რადგან დონალდ ტრამპი მათ ურეკავს და ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელები“ გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მათ სენატში ორპარტიული სასაზღვრო შეთანხმება და საგარეო დახმარების პაკეტის წინსვლა დაბლოკეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ არასდროს იფიქრებდა, ნახავდა მსგავს რამეს, რასაც ახლა ხედავს. პრეზიდენტის მტკიცებით, მისი ოპონენტი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანონმდებლებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ პაკეტს.

„„რესპუბლიკელები“ უკან იხევენ, რადგან დონალდ ტრამპი მათ ურეკავს და ემუქრება“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებისა და ამერიკის საზღვრების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე შემდგომი განხილვის საკითხს, თუმცა საჭირო 60 ხმის მოგროვება ვერ მოხერხდა. კენჭისყრის შედეგების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტის განხილვის მომხრე იყო მხოლოდ 49 სენატორი, 50 კი - წინააღმდეგი წავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა