ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

თეონა აქუბარდია - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი „ნათელაშვილის ფანჩატურის“ მსგავსი არ იქნება

ნახვები: 567 თეონა აქუბარდია - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი „ნათელაშვილის ფანჩატურის“ მსგავსი არ იქნება

„ქართული ოცნების“ მხრიდან იმის მტკიცების მიუხედავად, რომ ეს იქნება „შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის ევრორემონტი“, შეხვედრის შემდგომ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არანაირი ფანჩატურის მსგავსი ეს არ იქნება, რამდენადაც აქ საუბარია არა პარტიების გაერთიანებაზე, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე ერთობაზე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა გამართა ზურაბიშვილის ინიციატივაზე “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ გამყარდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის აუცილებელი იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებისთვის, რის გარეშეც საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებს.

აქუბარდიას თქმით, საზოგადოების მხრიდან ცალსახა მოთხოვნაა საკითხების ირგვლივ დაახლოვდნენ პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სინერგია გაძლიერდეს.

„სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც შევთანხმდით, რომ ამაზე ვიმუშავებთ. როგორც ვნახეთ, პრეზიდენტის მხრიდან საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზეც. ახლა მნიშვნელოვანია, მათ შორის პრინციპების ირგვლივ პოზიციების დაახლოება და ამაზე შეთანხმება არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. თუ გადახედავთ ყველა წარმატებულ მაგალითს იმ ქვეყნებისა, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში ევროკავშირში გაწევრიანება შეძლეს, ეს ყოველთვის იყო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების ერთიანობის შედეგად. მოცემულობაში ეს წარმატებული მაგალითი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, საქართველოში, ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პროცესის დაგვირგვინება რათა წარმატებულად შევძლოთ”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დღეს პირისპირ შეხვდა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა