ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თორნიკე რიჟვაძე - ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას - საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან

ნახვები: 619 თორნიკე რიჟვაძე - ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას - საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან

მაღალმთიან აჭარაში განვითარებულ სტიქიას და მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო.

მისი თქმით, საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება ოჯახების დასახმარებლად.

რიჟვაძის განცხადებით, ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

,,დღეს, სამწუხაროდ, ორი ადამიანი გარდაიცვალა ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად და ქედის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგად. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მიმდინარეობს ტექნიკის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები და თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება, რომ ყველა ოჯახს მაქსიმალურად დავეხმაროთ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა. ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მაღალმთიან აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზებზე. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები.

რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე ლოკაციაზე ზვავი ჩამოწვა და მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა