Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი
ელენე ხოშტარია - ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი „ოცნებამ“ ინსტიტუციურად მოკლა
რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება
დონალდ ტრამპი - შეერთებულ შტატებს შეუძლია, ირანის ნავთობზე კონტროლი დაამყაროს და ირანის ნავთობის ექსპორტის ცენტრი, კუნძული ხარგი დაიკავოს

იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს არ ვაგებ - წულუკიანი გელათზე

05.02.2024 ნახვები: 569

თეა წულუკიანი იმუქრება - კულტურის მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტზე აღნიშნა, რომ ის, ვინც კულტურის სამინისტროს გელათის საკითხთან დაკავშირებით ცილს დასწამებს, პასუხს სასამართლოში მოსთხოვს. მინისტრის თქმით, ცილისწამების მოთმენას აღარ აპირებს.

წულუკიანის თქმით, მას 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ აღარ აქვს ინფორმაცია, რა ხდება გელათში, სადაც სიტუაციას საპატრიარქო აკონტროლებს. მინისტრი ამტკიცებს, რომ თუ რა ეტაპზეა გელათში ფრესკები, ამას თავადაც მედიის საშუალებით იგებს. შესაბამისად, მისთვის მიუღებელია, თუ მას მოსთხოვენ პასუხს განადგურებულ გელათთან დაკავშირებით.

წულუკიანის მტკიცებით, უწყებას აქვს ფოტომტკიცებულება, როგორ გამოიყურებოდა გელათი იმ დროს, როდესაც სამუშაოებს ისინი ატარებდნენ და შესაბამისად, თუ ვინმეს შედარება დასჭირდება, ამის ფოტო-ვიდეო მტკიცებულება არსებობს. 

წულუკიანის განცხადებიდან ირკვევა, რომ გელათს იუნესკოს ჯგუფი ეწვევა და დასკვნას გამოაქვეყნებენ გელათში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.  

"ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს არ ვაგებ და ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის სამი ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში, ამიტომ 2022 წლის სამი ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, არა იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება არ ვიცი, უცნობია, ჩვენთვის ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება. ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს ვიზიტს გელათში, პროაქტიურ, რეაქტიურ ვიზიტს გელათში და რასაკვირველია, ამ დასკვნის შედეგად გვეცოდინება ამჟამად იქ რა ვითარებაა.

მე მაქვს რწმენა, რომ ყველაფერი იქ არის კარგად და იქნება საუკეთესოდ. რაზეც მე და ჩემი გუნდი სამინისტროში ვაგებთ პასუხს ეს გახლავთ პერიოდი 2021 წლის მაისის, 2022 წლის სამ ოქტომბრამდე, ეს გახლავთ ის დღე, როდესაც მივიღეთ ოფიციალური წერილი და მითითება მესაკუთრისგან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო. ეს ნიშნავს იმას, რომ 2022 წლის და 2023 წლის ზამთრები როგორ გაიარა ძეგლმა, არ ვიცით - არ ვიცით ნიშნავს არ ვიცით - ეს არ კარგს ნიშნავს და არც ცუდს ნიშნავს. 
მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს მასალები, თუ რა მდგომარეობაში იყო ძეგლი გადაბარების პროცესში, გვაქვს დათარიღებული ვიდეო და ფოტო მასალა, ასევე სკანირების შედეგები და რა თქმა უნდა, წლების შემდეგ ეს მასალა შეიძლება შედარდეს იმ ვითარებას რა ვითარებაც იქნება ძეგლზე და მერე უკვე ორი ყურის ასწიას პრინციპით ბაჭიას შეეძლება გამოიცნოს, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ვერ გააკეთა.
ძალიან დასანანია, რომ თვითონ პროექტი 2008 წელს შემუშავებული იყო ძალიან ხარვეზიანი, შემდეგ თვითონ ამ ხარვეზიანი პროექტის განხორციელება წარიმართა დიდი ხარვეზებით და 2021 წლის გაზაფხულზე, როდესაც მე დავინიშნე კულტურის მინისტრად, მაშინ რეალურად ტაძარში კვლავ ჩაედინებოდა წყალი, წყლის დენა ჩვენ შევაჩერეთ და შრობის პროცესიც იუნესკოს რჩევის შედეგად გავაძლიერეთ. გამაგრდა რამდენიმე ადგილი კედლის მხატვრობით და როგორც ახლახან ტელევიზიით გავრცელებული მასალით ვიხილეთ, ის, რაც ჩვენს დროს გამაგრდა, არის ხელშეუხებელი და კვლავ გადარჩენილი, მათ შორის მაცხოვრის სახე. დანარჩენი, რაც არ ვიცი, არ ვიცი. 
დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, იმიტომ, რომ ამის მოთმენას არ ვაპირებ.
როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ყველაფერი, რასაც ჩემი ხელმძღვანელობით ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროში და აკეთებენ აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე და პასუხს ვაგებ არა მხოლოდ დღეს, არამედ 10-20 და 50 წლის შემდეგაც, მაგრამ როდესაც რაღაცაში არ ვართ ჩართული, ვერავის მივცემ უფლებას, რომ სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა,“ - განაცხადა წულუკიანმა.
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა