ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან ბეჟაშვილი - მთავრობის ეს შემადგენლობა „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის

ნახვები: 618 ლევან ბეჟაშვილი - მთავრობის ეს შემადგენლობა „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის

მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც - ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის - ჩვენი ნდობა ვერ ექნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი გამოიყენებენ შესაძლებლობას და კითხვებს თავიანთი ფრაქციისა და ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში მოსმენისას დასვამენ.

„ხალხს აწუხებს გაზრდილი სიღარიბე, დაბალი შემოსავლები, უფრო მეტი მოქალაქე ფიქრობს საქართველოს დატოვებასა და ემიგრაციაზე. ამ ეკონომიკური პრობლემების ფონზე მთავრობის ეს შემადგენლობა, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად უსუსურია. კობახიძეს არ აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც გამოადგება ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში. ამიტომ ჩვენგან ამ მთავრობის შემადგენლობას, რომელიც პრაქტიკულად არ იცვლება, ნდობა ვერ ექნება. თავად დღევანდელი საკომიტეტო განხილვაც არასერიოზულია, რადგან შეუძლებელია რამდენიმე მინისტრს ერთად გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე მოუსმინო. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ შესაძლებლობას და ოპოზიციური ფრაქციების ფორმატში დავსვამთ იმ კითხვებს, რაც აქტუალურია მოსახლეობისთვის. ეს მთავრობის შემადგენლობა მხოლოდ „ქოც - ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტი დღეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 6 და 7 თებერვალსაც. ამასთან, 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა