ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შალვა პაპუაშვილი - პირველად, პარლამენტის წიაღიდან ხდება ადამიანი პრემიერი, ეს აჩვენებს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიჯანსაღეს

ნახვები: 614 შალვა პაპუაშვილი - პირველად, პარლამენტის წიაღიდან ხდება ადამიანი პრემიერი, ეს აჩვენებს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიჯანსაღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პარლამენტის წიაღიდან არჩევა აჩვენებს პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღეს, მათ შორის ახალ სტანდარტებს და განსაკუთრებული მოვლენაა ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.

„პირველად მას შემდეგ, რაც სრულად საპარლამენტო სისტემაზე გადავედით, პარლამენტის წიაღიდან ხდება ადამიანი პრემიერ-მინისტრი. ეს აჩვენებს „ქართული ოცნების“ პარტიულ სიჯანსაღეს. ასევე, ისიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიულ თანამდებობას იკავებს და უკვე პარტიულ საქმიანობას აგრძელებს. თავად ის ფაქტი, რომ უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის გამოცდილი წევრი ხდება პრემიერ-მინისტრი, არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენი დემოკრატიისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.

ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით საინტერესო მომენტი უნდა იყოს ოპოზიციისთვის, რადგან კოლეგა, რომელთანაც მათ წლები ჰქონდათ ურთიერთობა, შეიძლება, მწვავე საჯარო დებატებიც, მაგრამ ამ დებატებს მიღმა ყოველთვის არის ადამიანური ურთიერთობებიც. ამ ურთიერთობებით, ამ დებატების გამოცდილებით იქნება პრემიერ-მინისტრი და ეს სხვა დინამიკას შესძენს მთავრობასა და პარლამენტს, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას და მთავრობას შორის ურთიერთობას“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბეს“.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პირველ თებერვალს რიგით მერვე ყრილობა გამართა. ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ასევე, მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა