გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს

ნახვები: 1339 ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს

თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებების სერია დაიწყო - "პირველების" ინფრომაციით, დაკავებულია იოსებ მჭედლიშვილი. დაკავების ფაქტს "პირველებს" მჭედლიშვილისა ადვოკატი თეონა გვაზავა უდასტურებს.

ალექსანდრე ჭიკაიძის უახლოესი გარემოცვის წევრს, ხელბორკილები პროკურატურაში, გამოკითხვისას დაადეს. თუ რას ედავებიან ყოფილ ძალოვანს, ეს ჯერ უფლებადამცველისთვის უცნობია, რადგან გვაზავას თქმით, ჯერ მისთვის საქმის მასალები არ გადაუციათ.

"ამ ეტაპისთვის, მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურება შემიძლია, რომ იოსებ მჭედლიშვილის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. კონკრეტულად საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან არ ჩატარებულა შესაბამისი მოქმედებები,. არ გადმოგვცემია საქმის მასალები. რას ედავებიან, რა ფაქტებთან დაკავშირებით, ამის შესახებ ინფრომაციას არ ვფლობთ. დაკავებულია, მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა", - ამბობს ადვოკატი.

როგორც პროკურატურა აანონსებს, საქმეზე, დიდი ალბათობით, დაკავებულთა წრე გაიზრდება. რამდენიმე წუთში უწყებაში უნდა მოვიდეს ქოლ-ცენტრების საქმის ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტი. ვინ არის ეს პიროვნება, ჯერ=ჯერობით უცნობია, თუმცა "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ პიროვნება არის ქალბატონი და მისი სახელი თაღლითურის ქოლ-ცენტრების ამბავს უკავშირდება.

ცნობილი ხდება რომ პროკურატურაში დაკითხვების ახალი სერიაც იწყეება. რამდენიმე წუთში უწყებაში უნდა მოვიდეს ქოლ-ცენტრების საქმის ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტი. ვინ არის ეს პიროვნება, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ პიროვნება არის ქალბატონი და მისი სახელი თაღლითურის ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდება.

 ახლა საინტერესოა, გავა თუ არა გამოძიება გავლენიან პირებზე, რადგან, მჭედლიშილი ყოფილი ძალოვანია და არსებობს ვარაუდი, რომ თაღლითური სქემის უკან ალექსანდრე ჭიკაიძე დგას.  თუმცა უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი განმარტებებს არ აკეთებს.

კომპანიები, სადაც ორი დღის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა, ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული, რეალურად კი მას იოსებ მჭედლიშვილი მართავდა. 

"პირველებს" წყარო უყვება, რომ ყოფილი ძალოვანი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ირაკლი ღარიბაშვილის კახური კლანის წევრის ალექსადრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურილი პირია.

ტვპირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა