ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ხანძარი ვოლგოგრადის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

ნახვები: 610 ხანძარი ვოლგოგრადის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავთობპროდუქტები 300 კვ.მ ფართობზე დაიწვა.

„უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია და ღია ცეცხლი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი „ტელეგრამის“ არხზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გვიან ღამით, ბელგოროდის, ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებს დრონებით დაესხნენ თავს და რუსეთის საჰაერო ძალებმა 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

„ღამით, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა