დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

Politico - ჩეხეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების ევროკავშირის გარეთ შესყიდვის ინიციატივით გამოდის

03.02.2024 ნახვები: 563

ჩეხეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების ევროკავშირის გარეთ შესყიდვის ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ გამოცემა Politico მოლაპარაკებებთან ნაცნობ ადამიანებზე, მათ შორის ოთხ დიპლომატზე, დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ თავდაპირველად ევროკავშირი უკრაინას მარტამდე 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას დაპირდა, და საფრანგეთი ყველაზე აქტიურად გამოდიოდა საკუთარი წარმოების გაზრდის მოწოდებებით. თუმცა ახლა ევროკავშირი აღნიშნავს, რომ მარტამდე უკრაინა 524 000 ჭურვს მიიღებს, წლის ბოლომდე კი დაპირებულია მხოლოდ 1,1 მილიონი ჭურვის გადაცემა.

ამის ფონზე პრაღა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს 450 000 საარტილერიო ჭურვის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ შესყიდვა დააფინანსონ. ჩეხეთის ინიციატივა იმის შესაძლებლობას ზრდის, რომ ევროკავშირი იარაღის მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს სამხრეთ კორეაში, თურქეთსა და სამხრეთ აფრიკაში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ცალკე აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა, როგორც იარაღის მსხვილი მწარმოებელი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას დამატებითი ჭურვების მისაღებად.

ერთი-ერთი წყაროს ცნობით, 450 000 ჭურვის შესახებ ციფრი ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე იქნა გაჟღერებული. მეორე წყაროს ცნობით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერების სამიტის დროს თავის კოლეგებს უთხრა, რომ ჭურვები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა შეიძლება იქნას მოპოვებული, რათა ევროკავშირმა თავისი დაპირება შეასრულოს.

ipn

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა