ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

დღეს “ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს

ნახვები: 566 დღეს “ქართული ოცნება“ ყრილობას გამართავს

1-ელ თებერვალს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. "ქართული ოცნების" VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში "პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება.

მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. ოფიციალურად დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა