ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

მიხეილ დაუშვილი - ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას

ნახვები: 565 მიხეილ დაუშვილი - ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას

ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს.

„მიუხედავად იმისა, ვინმე ფიქრობს თუ არა, რომ ეს პლატფორმები ძალიან სასარგებლო და პროდუქტიულია, ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ყველა პლატფორმა და რესურსი გამოვიყენოთ, რომ ამ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე მივეხმაროთ. „ლელო“, „ნაცმოძრაობა“ და სხვა მსგავსი რადიკალები, გასული წელიწადნახევრის განმავლობაშიც არაფერში მონაწილეობდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ფარსია, ამას შედეგი არ ექნება და სტატუსი არ იქნება. ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ქვეყანას სტატუსი ხომ უკვე მოუტანეს; ჩვენი მოქალაქეები, ასევე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას უზრუნველყოფენ და ჩვენი ვალია, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს ხელი კი არ შევუშალოთ, არამედ დავეხმაროთ”,- განაცხადა დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა