ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან ხაბეიშვილი - თუ ვესვრით ერთმანეთს ტალახს ამით გავაძლიერებთ ბიძინა ივანიშვილს

ნახვები: 613 ლევან ხაბეიშვილი - თუ ვესვრით ერთმანეთს ტალახს ამით გავაძლიერებთ ბიძინა ივანიშვილს

„ქართულ ოცნებას შევჭამთ იმისთვის, რომ ხელისუფლება წავართვათ და დავუბრუნოთ მის აღმატებულება ქართველ ხალხს,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციასთან პოლემიკაში შესვლას არ გეგმავს, მთავარი მოწინააღმდეგე მისთვის მმართველი პარტიაა. 

ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ერთობლივად მმართველ პარტიას დაამარცხებს.

"ვისაც პოლიტიკაში ყოფნა უნდა, უნდა ვიკამათოთ იმაზე, როგორ პროექტებს გავაკეთებთ, ამიტომ ადამიანებს უნდა შევხვდეთ, უნდა გავაგებინოთ, როგორი მნიშვნელოვანია ამ ხელისუფლების გაშვება.

რუსი ოლიგარქის პირობებში, ამ რეჟიმის პირობებში, სადაც განსხვავებულ აზრს დევნიან, იჭერენ, მოსყიდვით აშინებენ ადამიანებს, ამ პირობებში ოპოზიცია არის უძლიერესი, როცა არის ასეთი მრავალფეროვანი - თუ ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს ტალახი ვესროლოთ, არ ვიქნებით ძლიერები და ვესვრით ერთმანეთს ტალახს და ამით გავაძლიერებთ ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ოპოზიცია რომ დღეს არის საქართველოში, ასეთი მაგარი ოპოზიცია არ მახსენდება.

თუ ოპოზიცია სუსტია, ბიძინა ივანიშვილი რატომ მობრუნდა?," - ამბობს ხაბეიშვილი.
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა