გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

სადგურის მოედნის და დადიანის ქუჩის საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება

ნახვები: 568 სადგურის მოედნის და დადიანის ქუჩის საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება

მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს. გარდა ამისა, მისი განცხადებით, ეწყობა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის უნდა ჩატარდეს გავლენების ანალიზი.

სხდომაზე კალაძემ იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული სტრატეგია მოიცავს.

„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით - ეს შეიძლება იყოს ტრამვაი ან მეტრო. ზოგადად, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდი პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი. ეს ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. იმისთვის, რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, რომ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი აღმაშენებლის ხეივანში, აუცილებელია საავტობუსე ზოლების მოწყობა. ეს ასევე საჭიროა მარშალ გელოვანის გამზირზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სხდომაზე მერმა დაავალა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, დაიწყონ მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, გაწერონ რეკომენდებულ ღონისძიებებზე მუშაობის დაწყების თარიღები, ხოლო შედეგები საზოგადოებას წარუდგინონ.

„მესმის, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა დროა, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით. თუ საჭირო იქნება დამატებით ექსპერტების აყვანა, მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. დღესაც მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, გვყავს საერთაშორისო კომპანიები და აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა