გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

აზერბაიჯანის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტს

ნახვები: 568 აზერბაიჯანის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტს

აზერბაიჯანის დელეგაცია წყვეტს ურთიერთობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან. ამის შესახებ განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს.

განცხადების თანახმად, რასიზმის, აზერბაიჯანოფობიისა და ისლამოფობიის აუტანელი ატმოსფეროს ფონზე, რომელიც „განვითარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აზერბაიჯანის დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მიიღოს მონაწილეობა სესიებში.“

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში არასოდეს ეს ორგანიზაცია ასე სამარცხვინოდ არ მოქცეულა.

„სამწუხაროდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოიყენება როგორც პლატფორმა ზოგიერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი პრინციპები გამოიყენება გარკვეული მიკერძოებული ჯგუფების მიერ მათი ვიწრო ინტერესების გასაძლიერებლად. პოლიტიკური კორუფცია, დისკრიმინაცია, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილი, ორმაგი სტანდარტები, ამპარტავნება და შოვინიზმი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაბატონებულ პრაქტიკად იქცა. აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების ინიციატივას ევროსაბჭოს საბჭოში ამ მანკიერი კამპანიის ნაწილად მივიჩნევთ. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ ინიციატივას, როგორც მიზანმიმართულ და მიუღებელ მცდელობას, დაუსაბუთებლად ჩაერიონ აზერბაიჯანში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შელახვის მზაკვრული ქმედებების ნათელ მაგალითად“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის დელეგაციის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხზე დღეს უნდა იმსჯელოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა