გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ჯასტინ ტრუდო - ტრამპის გამარჯვება კანადისთვის არაპროგნოზირებადობას ნიშნავს

ნახვები: 569 ჯასტინ ტრუდო - ტრამპის გამარჯვება კანადისთვის არაპროგნოზირებადობას ნიშნავს

ტრამპის გამარჯვება ნიშნავს არაპროგნოზირებადობას კანადისთვის, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

ტრუდოს თქმით, ამ თვეში გამოკითხულ კანადელთა დაახლოებით ორმა მესამედმა თქვა, რომ აშშ-ის დემოკრატია ვერ გადარჩება ტრამპის ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მოსვლის შემთხვევაში.

„ვფიქრობ, კანადის ნებისმიერი მთავრობისთვის ერთ-ერთი მართლაც მნიშვნელოვანი რამ არის, გააგრძელოს კონსტრუქციული მუშაობა, როგორიც არ უნდა იყოს ამერიკული ადმინისტრაცია. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გადავლახეთ გამოწვევები, რომლებიც გვქონდა ტრამპის ადმინისტრაციისგან შვიდი წლის წინ, ოთხი წლის განმავლობაში, სადაც ჩვენ გამოვხატეთ ის ფაქტი, რომ კანადა და აშშ საუკეთესოდ აკეთებენ ამას, როდესაც ამას ერთად ვაკეთებთ, როცა კარგად ვართ ინტეგრირებული. ეს იქნება ჩვენი მიდგომა. ცხადია, ბატონი ტრამპი არაპროგნოზირებადია, მაგრამ ჩვენ ერთად ვიქნებით და ვემზადებით ყველა შესაძლო შემთხვევისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრუდოს თქმით, რაც ყველაზე კარგად მუშაობდა და მუშაობს აშშ-ის ყველა პრეზიდენტთან, არის იმის დემონსტრირება, რომ რაც კარგია კანადისთვის, ასევე კარგია აშშ-სთვის და პირიქით.

„რაც ყველაზე კარგად მუშაობდა და რაც მუშაობს აშშ-ის ყველა პრეზიდენტთან, არის იმის დემონსტრირება, რომ რაც კარგია კანადისთვის, ასევე კარგია აშშ-სთვის და პირიქით. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ინტეგრაცია, რომ პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სფეროში, საბოლოოდ მომგებიანია ორივე მხარისთვის და ცხადია, სამი პრეზიდენტი, რომელთანაც მე შეხება მქონია, ყველას განსხვავებული პერსპექტივები და განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ, მაგრამ კანადის მიდგომა იგივეა. ის მხარს უჭერს კანადურ ღირებულებებს და კანადურ ინტერესებს, ეძებს მომგებიან სიტუაციებს და აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია და გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა შევქმნათ კეთილდღეობა მთელ კონტინენტზე“, – განაცხადა ტრუდომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა