გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

„ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

ნახვები: 568 „ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

დღეს, გენერალურ პროკურატურასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგი გამართეს და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პროკურატურას წერილობით მიმართეს.

„კახი კალაძის კორუფციული სქემები არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყებოდა, მან ათეულობით მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა „ქართული ოცნების“ გარდაბნის საკრებულოს წევრს. ვხედავთ, რომ ეს თანხა არის მითვისებული, გაფლანგული და მოპარული. დღეს, როდესაც კალაძეს არ ეყო აღნიშნული თანხების მოპარვა, უკვე ააგო ახალი კორუფციული სქემა და „ქართული ოცნების“ შემომწირველებს, ბერა ივანიშვილის მეგობარს გაუფორმა 17 მილიონიანი ხელშეკრულება, ეს არის კორუფცია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, პროკურატურამ ეს ადამიანები უნდა დაიბაროს და გამოძიება დაიწყოს“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

„მივმართავთ თბილისის მერს, კახი კალაძეს, უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა, მოვუწოდებთ მას, მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს, არამედ თბილისელების კითხვას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის დიღმის ჭალებთან, ვარკეთილის ჭერთან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. კიდევ ძალიან ბევრი კორუფციული დანაშაულის გახსენება შეიძლება. იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, მას აქვს პასუხისმგებლობა, კონკრეტულ ბრალდებებს გასცეს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეჭვი გვეპარება, რომ მას გამბედაობა ეყოფა, რომ მოვიდეს და პასუხი გასცეს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა