ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ხატია დეკანოიძე - როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება

ნახვები: 614 ხატია დეკანოიძე - როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება

კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანის სინერგიული ერთობა, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამასთან, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ როგორც აქვს ინფორმაცია, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება.

„ალბათ მარტის დასაწყისამდე კონფიგურაცია გამოჩნდება. მარტი ალბათ საბოლოო ათვლის წერტილი იქნება, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ეს უნდა იყოს გონივრული კონფიგურაცია, რაც გულისხმობს, რომ მეტი გონივრული ერთობა და ალიანსები უნდა შედგეს. ეს უნდა იყო სინერგიული ერთობა, რომელიც არ იქნება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ ავტომატური დაჯგუფება, არამედ იქნება სინერგია, რომელიც ხმების რაოდენობას გაზრდის. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არსებობს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები და ვიქნები. კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანის, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, სინერგიული ერთობა, რაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება. ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე სახის ალიანსზეა საუბარი „ლელოსთან“. ალბათ ეს ნიკას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ წინასარჩევნო ალიანსზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ და არაერთხელ მითქვამს, რომ ნიკა მელიასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. ჩვენ ვსაუბრობდით და ეს შეეხებოდა პოლიტიკურ კონსულტაციებსაც. გვარამიასთან საუბარი არ შემიწყვეტია, როცა ის იყო ციხეში და მას შემდეგაც, რაც თავისუფლებაზე გამოვიდა. ორივე ადამიანს დიდი რესურსი და პოტენციალი აქვს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ის სინერგია მოიტანონ, რომელიც ერთობას უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ საუბარია მათ შორის, ვინც წლების განმავლობაში იყვნენ ჩემი მეგობრები. როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება. ძალიან საინტერესო კონფიგურაციაზე საუბრობენ მისი წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ საინტერესო და ცხელი გაზაფხული გველოდება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა