უსამართლო მოსამართლეზე საშიში არავინ არის - ინტერვიუ ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილთან
სუს-მა „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა
თეონა აქუბარდია: კობახიძის გაეროში გამოსვლამ აჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ენაში უკანა პლანზე გადადის
შსს - დარიალის გამშვები პუნქტიდან მოქალაქეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
ნეთანიაჰუ გაეროში: ჩვენ გავიმარჯვებთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა დიდი სახელმწიფოების თანაარსებობის ახალი გზა უნდა მოძებნონ
ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საპატრიარქო ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე: აუცილებელია პროცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების ჩართვა

პროკურატურამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ნახვები: 679 პროკურატურამ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 8 იანვარს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ,,მერსედესის" და ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანების მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა, დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახნენ ერთმანეთს, რის გამოც ერთ-ერთი ავტომანქანა გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულზე, სადაც ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 და 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა