წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება
სინოდმა პატრიარქის ასაკთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ მიიღო
ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 4 ლარს მიაღწია
ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
მეუფე ვახტანგი - წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხი განიხილება
დონალდ ტრამპი - ჩვენს სამხედრო ძალებს არც დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა, შემდეგია ხიდები, ელექტროსადგურები

ირანის ქალაქ ქერმანში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

06.01.2024 ნახვები: 558

ირანის ქალაქ ქერმანში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა.

ირანული მედია ქერმანის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 8 წლის ბიჭი და 67 წლის მამაკაცი აფეთქებების შედეგად დაშვდნენ და საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი.

ქერმანის საავადმყოფოებში ამ დროისთვის აფეთქებების შედეგად დაშავებული 103 ადამიანი იმყოფება, 11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. საერთო ჯამში აფეთქებების შედეგად ქერმანში 277 ადამიანი დაშავდა.

ირანის ქალაქ ქერმანში აფეთქებები 3 იანვარს მოხდა, როდესაც 2020 წელს აშშ-ის მიერ მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი იმართებოდა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფაეთქებელი აამოქმედა, მეორე აფეთქება კი, 20 წუთის შემდეგ მოხდა, როდესაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ. ირანის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ამფეთქებელი ტაჯიკეთის მოქალაქე იყო, აფეთქებებთან დაკავშირებით კი 11 ადამიანია დაკავებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა