ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რობინ დანიგანი - გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს

ნახვები: 616 რობინ დანიგანი - გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს

აშშ-ს საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, მინდა, ყველა ქართველს ვუსურვო ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულები, აშშ-ს საელჩოში ყველა ჩვენგანი ამაყია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის საახალწლო ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.

ელჩის განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

„საელჩოში მყოფი ამერიკელები ძალიან იღბლიანები ვართ, ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, მასპინძლობის ტრადიციას და ყველაზე მეტად შესანიშნავ და თბილ ხალხს. დგება ახალი წელი და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ. აშშ ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რომელიც ერთობლივად გავწიეთ, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ცხადია, ჩვენ აბსოლუტურად ერთგული ვრჩებით განვაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს“, – განაცხადა ელჩმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა