პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ირაკლი კობახიძე - 2030 წლისთვის საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება მზად, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

29.12.2023 ნახვები: 574

ვფიქრობთ, უფრო სწრაფად შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამომდინარე იმ პროგრესიდან, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწინავე მთელს ამ რეგიონში და არ ვგულისხმობთ მხოლოდ უკრაინას, მოლდოვასა და არც მხოლოდ ბოსნიას, ვგულისხმობთ მათ შორის, სერბეთს, მონტენეგროს, ბალკანეთის სივრცის სახელმწიფოებს. ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ წასულია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. რაც შეეხება ასოცირების დღის წესრიგს, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უახლოეს წლებში დასრულდეს ჰარმონიზაცია. ვფიქრობთ, რომ 4-5 წელიწადში ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში. დანარჩენი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი.

პირობა შეგვიძლია დავდოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჰარმონიზაციის კუთხით, დემოკრატიის მდგომარეობით, ეკონომიკის მდგომარეობით და ა.შ. ეკონომიკა რომ ავიღოთ და შევადაროთ საქართველო მოლდოვას. მარტო ამ ორ წელიწადში რვა მილიარდით გავზარდეთ ეკონომიკებს შორის სხვაობა მოლდოვასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ რვა მილიარდით წინ წავედით მოლდოვასთან შედარებით ევროინტეგრაციის გზაზე. საბოლოო ჯამში, როცა დღის წესრიგში დადგება გაწევრიანების საკითხი, მთავარი კრიტერიუმი იქნება მაინც ეკონომიკა. არასწორად წარმოაჩენენ ამ ყველაფერსაც. ამბობენ, რომ ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მერე გიჩნდება შანსი, ეკონომიკა გაიუმჯობესო. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. ჯერ უნდა გაზარდო ევროპულ დონეზე ეკონომიკა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი და ჩვენ ამ კუთხით ბევრად უფრო წინ ვართ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, და ამ პერსპექტივაში გვაქვს იმის საშუალება, დავეწიოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან ევროკავშირის წევრები, საუბარია ყველაზე დაბალ რგოლზე ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა