ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

WSI - ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ვლადიმერ პუტინის თანხმობითა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ბრძანებით ააფეთქეს

ნახვები: 614 WSI - ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ვლადიმერ პუტინის თანხმობითა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ბრძანებით ააფეთქეს

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ვლადიმერ პუტინის თანხმობითა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ბრძანებით ააფეთქეს.

ამერიკული გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას დასავლეთის სპეცსამსახურებზე და რუსეთის დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პატრუშევი შეშფოთებული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და თავად პრიგოჟინის პოლიტიკური თუ სამხედრო გავლენის ზრდით.  სტატიის მიხედვით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ჯერ კიდევ 2022 წელის ზაფხულში აფრთხილებდა პუტინს, რომ პრიგოჟინი კრემლს ემუქრება.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ოქტომბერში პრიგოჟინმა პირადად დაურეკა პუტინს და ემოციურად უსაყვედურა უკრაინაში ბრძოლის ველზე საბრძოლო მასალის დანაკლისის გამო. გამოცემა წერს, რომ ამ სატელეფონო საუბრის დროს, პატრუშევმა გაიგო, რომ პრიგოჟინი პუტინს ეუხეშებოდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ პრიგოჟინის ლიკვიდაციის გეგმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით შეადგინეს, პუტინი მას გაეცნო და დაეთანხმა.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის თვითმფრინავზე მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მისი შემოწმებისას დაამონტაჟეს.

ცნობისთვის, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ჩამოვარდა. კრემლში ავიაკატასტროფასთან კავშირს უარყოფენ. პუტინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაღუპულების ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს და თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ მომხდარა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ საქმე აღძრა, თუმცა შედეგის შესახებ არაფერია ცნობილი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა