თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს
ბაჩო ახალაია მოსამართლეს - ბრალდენის არსი გასაგები არ არის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი მიზნების ნახევარზე მეტი შესრულებულია
Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

სახალხო დამცველი - სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული გამოწვევები

10.12.2023 ნახვები: 567

სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცელის განცხადებაში, რომლითაც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული გამოწვევები.

„ბავშვთა სიღარიბის პრევენციისა და დაძლევისთვის არსებული ცენტრალური და ადგილობრივი მიზნობრივი სახელმწიფო დახმარების სერვისები არ არის საკმარისად მოქნილი და ეფექტიანი, მათ შორის, ბავშვების მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის. სამწუხაროდ, ეს ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძველიც ხდება. არასრულწლოვანების ოჯახებისთვის პრობლემურია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სათანადო საცხოვრებლის, საკვებისა და ბაზისური საჭიროებების პირადი მოხმარების ნივთების არქონა, რის გამოც ბავშვებს კვლავ უხდებათ სხვადასხვა მძიმე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების შესრულება.

ბავშვთა სიღარიბესთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, რაც სხვადასხვა უწყებების მხრიდან კოორდინირებული მუშაობის ეფექტურად განხორციელებას საჭიროებს. აუცილებელია ძალადობის შემთხვევებზე დროული და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირება. ამ კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს 2023 წელს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის 2023-2026 წლების სტრატეგიის დამტკიცება.

სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. მოსახლეობაში ხანდაზმულთა პროცენტული წილი წლიდან წლამდე იზრდება და მათი 36%-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ამ პირობებში სამწუხაროდ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია აღსრულებადი და ეფექტური სამოქმედო გეგმა და არ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რაც ხანდაზმული მოსახლეობის ღირსეულ და ჯანსაღად დაბერების გარანტიებს შექმნიდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა