სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი მოკლულია
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
Russians hit energy infrastructure in Kyiv region, Slavutych left without power

ვილი სანიოლი - 60 წუთი კმაყოფილი ვიყავი, მერე ზოგიერთი ფეხბურთელის უთამაშებლობამ იჩინა თავი

17.11.2023 ნახვები: 552

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შოტლანდიასთან გამართული მატჩი შეაფასა.

„პირველი 60 წუთი კმაყოფილი ვიყავი გუნდის თამაშით – როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, რომლებიც კლუბებში მოედანზე 10-15 წუთს ატარებენ. ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რომლის გამოც ბოლოს კარგად ვერ ვითამაშეთ.

საწყენია, როცა გოლს ბოლო წუთებზე უშვებ, მაგრამ ეს არ იყო დაუმსახურებელი შედეგი. შოტლანდია ძლიერი გუნდია და მომენტებით კარგად ისარგებლა. მიმაჩნია, რომ ეს მატჩი მარტის პლეი ოფისთვის კარგი მოსამზადებელი შეხვედრა იყო.

რაც შეეხება ჩემს შეცდომებს – ამის ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებ. არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს წამყვანი მოთამაშეები, კიტეიშვილი და ხოჭოლავა ტრავმების გამო დაგვაკლდნენ. მათ მარტის მატჩებში გამოვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდება.

სასიამოვნოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ფორმა აღიდგინა და ისევ ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახდა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ინსტიქტებით მოთამაშე ფეხბურთელია და ვერ აუხსნი, როდის რა გააკეთოს. მაგრამ მთავარი პრობლემა გუნდებში ჩვენი ფეხბურთელების უთამაშებლობაა. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ შეცვლებს ზოგჯერ არა ტაქტიკის, არამედ მათი გადაღლილობის გამო ვახორციელებ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა