გოჩა მირცხულავა: საპატრიარქოში კასტინგია - ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი
Occupiers seize cars from residents of Skadovsk at gunpoint – partisans
Cluster munition from Russian missile destroyed in Kirovohrad region
Senate passes bill that could end longest shutdown in U.S. history
Car explosion in New Delhi center leaves eight dead, 24 injured
WADA to review Mudryk case after receiving verdict from English FA
EU countries record sharp rise in number of Ukrainians under temporary protection in September – Eurostat
FSB agent detained in Kharkiv while preparing terrorist attack in city park

ირაკლი კობახიძე - ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია 5%-იანი ბარიერი, რათა დემოკრატიული პროცესები სტაბილურად გაგრძელდეს

16.11.2023 ნახვები: 659

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია 5 %-იანი ბარიერი, რათა სტაბილურად გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რაც ნაკლები ექსტრემისტული პარტია, ნაკლები პოლიტიკური კლუბი შევა პარლამენტში, მით უკეთესი.

„რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება, ორი პარტია მოხვდეს პარლამენტში, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ 2 %-იანი თუ 1 %-იანი ბარიერის შემთხვევაშიც საბოლოო ჯამში, მოხვდება ორი პარტია პარლამენტში, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. არავითარი განსხვავება არ არის, დღეს ფორმალურად არის რვა ოპოზიციური პარტია პარლამენტში, მაგრამ შეხედეთ, რა განსხვავებაა მათ შორის, არავითარი. რა განსხვავებაა სალომე სამადაშვილს და ლევან ხაბეიშვილს შორის. ფორმალურად ისინი დაშლილები იქნებიან, ერთად თუ როგორ, განსხვავება არ არის, რადგან ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ერთი პოლიტიკური პარტია. რამხელაც არ უნდა იყოს ბარიერი, შემდეგ პარლამენტში მაინც მოხვდება ორი სუბიექტი, „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. მაინც არ იქნება მრავალპარტიული შემდეგი პარლამენტი, რადგან ის კლუბები, რომლებიც სინამდვილეში არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, შევლენ პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა