ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თამაზ ელიზბარაშვილი - ჩემი შვილი პატარა დეკორატიულ ძაღლს ასეირნებდა - ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, რასაც მოჰყვა ჩხუბი, ჩემი შვილიც დაჭრილია

ნახვები: 612 თამაზ ელიზბარაშვილი - ჩემი შვილი პატარა დეკორატიულ ძაღლს ასეირნებდა - ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, რასაც მოჰყვა ჩხუბი, ჩემი შვილიც დაჭრილია

ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, თამაზ ელიზბარაშვილი ადასტურებს, რომ თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოქალაქე მისი შვილია.

თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილი ძაღლს ასეირნებდი, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი მოუვიდა.

მისივე თქმით, კონფლიქტის დროს ფეხში დაიჭრა გურამ ელიზბარაშვილიც.

"როგორც ვიცი, ჩემი შვილი დილით ძაღლს ასეირნებდა. გურამი 41 წლის არის, პატარა კი არ არის, 4 შვილის მამაა. ჰყავს ასევე მეხუთე ოჯახის წევრი, იგივე შვილი - პატარა დეკორატიული ძაღლი. ეს პატარა ძაღლი ჰყავდა სკვერში ჩაყვანილი. იქ იყო ყაზახი, რომელსაც არ მოსწონებია, რომ ძაღლს ასეირნებდა სკვერში. გურამისთვის უთქვამს, მოაშორე აქედანო. მოკლედ, შელაპარაკება მოხდა, ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, ამას მოჰყვა ჩხუბი. ჩემი შვილიც დაჭრილია. ფეხშია დაჭრილი იარაღით. როდემდე უნდა იყოს ჩემს ქვეყანაში ასეთი გაბოროტებული ხალხი, რომელიც ასე ძალადობს ცხოველებზე? კამერების ჩანაწერებით ყველაფერი კარგად დადგინდება”, - განაცხად თამაზ ელიზბარაშვილმა ambebi.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა