გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ლევან ხაბეიშვილი იმპიჩმენტის პროცესზე - ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი

ნახვები: 570 ლევან ხაბეიშვილი იმპიჩმენტის პროცესზე - ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია.

როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ერთადერთი გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

„ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რუს ოლიგარქსა და მის კრიმინალურ - რუსულ რეჟიმს, დაშვებაც არ უნდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს მდიდარი, შეძლებული და დაცული, რაც ევროკავშირის წევრობით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, ყველაფერ ნეგატიურს აკეთებს ამ ისტორიული შანსის პირობებში, რომ როგორმე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წაგვართვას. მისი დავალებით, მისსავე მორჩილ ზურაბიშვილს უჩივლა, მისივე ხელქვეითის - კობახიძის ხელით და მისივე მართულ სასამართლოს გამოატანინა გადაწყვეტილება. ერთადერთი გზა, გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ“,-წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა