ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

რომან გოცირიძე - როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა

ნახვები: 619 რომან გოცირიძე - როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა

როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, “ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

ამასთან, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, კარგი იქნება თუ “ქართული ოცნება“ ახლა ფურცელს გადაშლის და იმ შეცდომას და უპატივცემულობას დაივიწყებს, რასაც აშშ-ს ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა.

„სასიამოვნოა, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი იქნება. ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორიც კელი დეგნანი იყო.

როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, “ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა. “ქართული ოცნებისთვის" დემოკრატია, დასავლური ღირებულებები, ქვეყნის ევროპული მისწრაფებები არის მიუღებელი.

„ქართული ოცნება“ რუსეთის გზას დაადგა და ამ ისტორიულ მომენტში არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში, გამოკვეთილი აქვს ანტიდასავლური გეზი. ჩვენ იმ რიტორიკას ვისმენთ, რითაც პარლამენტში “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ... ასევე თუ გავიხსენებთ აშშ-ს წინა ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ეს შემთხვევითი არ იყო - “ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი უკვე თბილისშია. საქართველოში მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.

რობინ დანიგენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა