გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

პაატა მანჯგალაძე - რუსეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რიტორიკაა - თუ ცხვარი მგელთან მარტო დარჩება, მგელი კეთილ ნებას გამოიჩენს და ცხვარი გადარჩება

ნახვები: 491 პაატა მანჯგალაძე - რუსეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რიტორიკაა - თუ ცხვარი მგელთან მარტო დარჩება, მგელი კეთილ ნებას გამოიჩენს და ცხვარი გადარჩება

რუსეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რიტორიკაა, რომ თუ ცხვარი მგელთან მარტო დარჩება, მგელი კეთილ ნებას გამოიჩენს და ცხვარი გადარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ რუსეთის ქმედებებზე რეაგირება არ აქვს.

„რუსეთი რეგიონში სუსტდება და გავლენას კარგავს, ყარაბაღიც ამის გამოვლინებაა, ასევე ის, რომ სომხეთმა დასავლეთისკენ სვლა დაიწყო, უკრაინაში მარცხდება, შავი ზღვის ფლოტი გამოიქცა სევასტოპოლიდან და მოჰყავთ ოჩამჩირეში. ეს ხომ ღია ანექსიაა?! რა დაალაგეს რუსეთთან?! ოჩამჩირეში რომ ბაზა გადმოაქვთ, ეგ არის დალაგებული? „ქართული ოცნების“ რიტორიკაა - თუ ცხვარი მგელთან მარტო დარჩება, ეუბნებიან, რომ მგელი კეთილ ნებას გამოიჩენს და ცხვარი გადარჩება, ჩვენ ვამბობთ, რომ ამას ნაგაზები, მწყემსი სჭირდება, ამერიკა, ნატო სჭირდება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ყველას ეძახის მტერს და რუსეთი ყოფილა თურმე კეთილი მეზობელი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა