გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს არ აქვს პრობლემა აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანს აქვს პრობლემა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით

ნახვები: 487 ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს არ აქვს პრობლემა აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანს აქვს პრობლემა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანული მხარე ყარაბაღში სამხედრო მოქმედების განხორციელებისთვის დაგმო.

„ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდით, რომ ყარაბაღში უმცირესობების უფლებები დაცული, აღიარებული ყოფილიყო და, როგორც ეს გავაკეთეთ პრაღაში, 1991 წლის საზღვრები უნდა იყოს აღიარებული“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მას ახსოვს ალიევის დაპირება, რომ არასოდეს გამოიყენებდა ძალას ყარაბაღში.

„საფრანგეთს არ აქვს პრობლემა აზერბაიჯანთან, არამედ აზერბაიჯანს აქვს პრობლემა ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, საკუთარი სიტყვის შენარჩუნებასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემასთან მიმართებით“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება.

ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცახდება, სადაც ნათქვამია: „ნეოკოლონიალისტური პოლიტიკის გამგრძელებელი საფრანგეთი თავს წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დამცველად. საფრანგეთი მხარს უჭერს სომხურ სეპარატიზმს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში, ცდილობს, შექმნას გეოპოლიტიკური კონკურენცია სამხრეთ კავკასიაში და გამოიყენოს თავისი ცნობილი ნეოკოლონიალისტური პრაქტიკა რეგიონში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა