გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი გრიგორიადისს თუ შეიწყალებს, ამით ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში

ნახვები: 443 ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი გრიგორიადისს თუ შეიწყალებს, ამით ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში

ყველა ვხედავთ უკვე ალიანსს სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და მოქმედებენ საერთო დღის წესრიგით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი საერთო პატრონია „გლობალური ომის პარტია“.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი გრიგორიადისს თუ შეიწყალებს, ამით ის ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში.

„სალომე ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯს თუ გადადგამს, ასეთ შემთხვევაში ის უკვე ღიად ჩაერთვება რევოლუციურ პროცესებში. ვნახოთ, გააკეთებს თუ არა ამას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი გრიგორიადისის მსგავსი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ ნიშნავს რევოლუციური პროცესების წახალისებას. სალომე ზურაბიშვილი ამას თუ გააკეთებს, ისედაც ლუსტრირებულია მისი ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან, მაგრამ ეს იქნება მისი რევოლუციური მისწრაფებების სრული ლუსტრაციაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, – „როგორ ფიქრობთ, გრიგორიადისის შეწყალება ზურაბიშვილისგან ავტომატურად რევოლუციური სცენარის გაზიარება ხომ არ იქნება?“ – კობახიძემ აღნიშნა: „კი, ცალსახად“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა