გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

ნახვები: 492 ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

 #ერთადგავიმარჯვებთ

 საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს მართავს. პირველი მატჩის ღია ჩვენება თბილისში უკვე შედგა, მომდევნო თამაშზე კი ეროვნული ნაკრების გამხნევებას გულშემატკივრები ქუთაისში თიბისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეძლებენ.

 

სპორტის მოყვარულებს ეროვნული გუნდის გამხნევებისა და გულშემატკივრობის შესაძლებლობა თიბისის ფან-ზონებიდან ექნებათ. 30 სექტემბერს რიგით მეორე ღია ჩვენება ჩატარდება - ქუთაისში, 100 საფეხურიან კიბესთან. ფიჯი vs საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.

 

ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

 

 

თარიღი & დრო: 30 სექტემბერი, 19:45 საათი

ლოკაცია: ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი 1, 100 საფეხურიანი კიბე

თამაში: ფიჯი vs საქართველო

 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ

 

ღონისძიების მხარდამჭერები: ქუთაისის მერია, საქართველოს პირველი არხი.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა