ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

„ზუსტად ვიცი, რა სცენარი იწერებოდა მთავრობის დასამხობად” – ლალი მოროშკინას ახალი ხილვა

26.09.2023 ნახვები: 792

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

,,ტაიმ-აუტი ავიღე,რომ სიტუაცია გამეანალიზებინა.მსოფლიო გადანაწილების ჭიპი კავკასიაზე გადის.ვინც ფლობს კავკასიას,ის ფლობს სიტუაციას მსოფლიოში.ორი წელია ვიძახი, ავტობანის მშენებლობა გადამწყვეტი ფაზაა რეგიონში ბრძოლისთვის.ვინ აფინანსებს?აზიის განვითარების ბანკი.შესაბამისად აზიური ინტერესი ძალიან დიდია.რომელი ქვეყანა იღებს სარგებელს ავღანური ჰეროინის და ჰაშიშის გაყიდვით?ალბათ კარგად იცით.ვის ჭირდება ბუფერული ზონა ნატოს წევრ ქვეყანასთან?ცხადია რუსეთს.ასე რომაშშ, ჩინეთი და რუსეთი გამალებით იბრძვიან საქართველოსთვის.ვისიც არის გზა- გამარჯვებულიც ისაა.ჩვენი ამოცანა ამ სიტუაციაში სიფრთხილე და გადარჩენაა,რათა შევინარჩონოთ სამშობლო საქართველო და არ გადავიქცეთ ტერიტორია “საქართველოდ”.რა უნდა ოპოზიციას?ბანალურად-ფული!ვინც უხდის მის დაკვეთას ასრულებს, ამ კონკრეტულ მონაკვეთში, უფრო რუსების,რადგან მათ ზუსტად იციან, რომ საქართველი ასე თუ ისე მათ კონტროლის ქვეშ უნდა იყოს,რადგან არავინ იცის ერდოღანს როდის რა წამოუვა თავში.როგორი საქართველო უნდა რუსეთს?თუ იქნება შესაძლებელი მეგობრული, ტრადიციული ურთიერთობებით, უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ქართველი სტუდენტით, ღვინით და მანდარინით გაჯერებულუ ბაზრით,თუ არადა დამონებული, “კირზის” ჩექმის ქვეშ გაჭყლეტილი…კავკასიური ცარცის წრე…იმის ილუზია,რომ ვიღაც ბოლო მომენტში გაგვიშვებს ხელს და არ გაგვხევს შუაზე,ვფიქრობ უკვე ჩვილ ბავშვებსაც არ აქვთ.ასე რომ სიკვდილ-სიციცხლის გზა, სადაც უნდა გაიაროს ოკეანის იქითა “წამალმა”, იარაღმა, შავი მარკეტის ყველაზე მოთხოვნადმა პროდუქტმაადამიანის ცოცხალმა ორგანოებმა, ჭირდება ყველას!ასე რომ მაიდანი დაუშვებელია!!!!იმ წუთში შემოვა რუსული ჯარი,ხოლო აჭარას დანახევარ გურიას თურქეთი მიიერთებს,ყარსის ხელშეკრულების თანახმად!ცნობისათვის გურიაში დიდი ხანია მეჩეთების არნახული მშენებლობა მიდის.ეს ისე… ვინც ჯერ კიდევ თვლემს!სუსმა ისედაც ბევრი მძიმე მომენტი აგვარიდა, ზუსტად ვიცი, რა სცენარი იწერებოდა მთავრობის დასამხობად და ეს მექანიზმი ბოლომდე არაა განეიტრალებული.რა ვქნათ?მივცეთ სრული ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა მთავრობას ქვეყნის დამაქცეველი დესტრუქციული ელემენტების გასანეიტრალებლად და დასაჭერად.წამზომი ჩართულია!და კიდევ!ციხის სისტემა ჩემი ხუთი თითივით ვიცი.გადაიყვანეთ სააკაშვილი ციხეში, სანამ პატიმრები აგვიბუნტდნენ,სხვათა შორის სამართლიანად…წამზომი ჩართულია!უნდა გავუძლოთ,ჩვენს უკან სამშობლოს გული ეწვის…”, -წერს მოროშკინა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა