გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის - "გირჩი-დროა" გრიგორიადისს სოლიდარობას უცხადებს

ნახვები: 493 ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის - "გირჩი-დროა" გრიგორიადისს სოლიდარობას უცხადებს

ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობასა და მხარდაჭერას „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ უცხადებენ.  პოლიტიკური გაერთიანების წევრები თვლიან, რომ სისტემას ლაზარე მძევლად ჰყავს აყვანილი. ხელისუფლება რომ ახალგაზრდას სჯის, ოპოზიციური პარტიების შეფასებით დასტურდება საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებითაც, როდესაც ოჯახური კონფლიქტის საქმეზე მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება კი დაემთხვა იმ პერიოდს, როცა გრიგორიადისისთვის 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება. 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ოჯახური კონფლიქტის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისთვის წელიწადი და 6 თვე მიესაჯა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას სამაგალითოდ სჯის.

ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარტის აქციების მონაწილე და ქართველი ახალგაზრდების ევროკავშირისათვის ბრძოლის სიმბოლოა.
მარტის აქციებმა, „ქართული ოცნების“ რუსული მიზნების სრული ლუსტრაცია მოახდინა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ისევ შიშის დათესვით ჩააქროს პროტესტის მუხტი ახალგაზრდა თაობაში, რომელიც არასდროს შეეგუება რუსეთში ცხოვრებას.
სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს საქმის პოლიტიზებულობას და ცინიკურობას. ოჯახური კონფლიქტის საქმე, რომლის დროსაც ლაზარე არასრულწლოვანი იყო, 2 წლის განმავლობაში თაროზე იდო. საქმეზე განაჩენი სწორედ ახლა,  9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვისას, გამოიტანეს. 
ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როცა თავად „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული ბოლომდე არ გამოძიებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა