გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

რას მოჰყვა დაპირისპირება გლდანში - დაკავებული ტატო ხუნდაძის ვერსია

ნახვები: 932 რას მოჰყვა დაპირისპირება გლდანში - დაკავებული ტატო ხუნდაძის ვერსია

„ღირსეული ადამიანები ვართ“ - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს გლდანში მომხდარი ანგარიშსწორების საქმეზე დაკავებულმა გლდანის გამგეობის თანამშრომელმა ტატო ხუნდაძემ. 

ტატო ხუნდაძე ერთ-ერთია იმ დაკავებულებს შორის, ვინც დღეს მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ ის მიმალვას არ ცდილობდა და ბათუმში მიდიოდა, რადგან არ იცოდა, რომ საგამოძიებო უწყებას მის მიმართ კითხვები ჰქონდა. 

ხუნდაძის თქმით, ირაკლი ეძგვერაძესა და მის მეგობრებთან მცირე კონფლიქტი მართლაც მოუხდათ, თუმცა სერიოზულ ჩხუბში რომ გადაზრდილიყო კამათი, მაშინ ფიზიკური დაზიანება მათაც ექნებოდათ. ხუნდაძის თქმით, გარაჟში ეძგვერაძემ და მისმა მეგობრებმა თავად შეიპატიჟეს.

რას მოჰყვა დაპირისპირება, დაზარალებულებისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიას ჰყვება სასამართლო სხდომაზე ხუნდაძე და ამტკიცებს, რომ გარაჟში შესვლის შემდეგ დეპუტატმა ეძგვერაძემ და მისმა სამეგობრომ ხუნდაძეს და მის მეგობრებს „კახას დამცველები“, „სადამსჯელო რაზმი“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

დღეს საქალაქო სასამართლომ გლდანში პოლიტიკური ანგარიშსწორების შემდეგ დაკავებული 6-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმის არსებითი განხილვა 16 ნოემბერს დაიწყება.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა