ხვიჩას ძალისხმევით მოპონებული პენალტი - "ნაპოლიმ" ისევ დაკარგა ქულები
24.09.2023
ნახვები: 570
სერია A-ს მეხუთე ტურში, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.
მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო, ოსიმენმა ბურთი ძელს გაარტყა, დამატებაზე კი კვარაცხელიამ ვერ უწია მიზანს. ხვიჩა უფრო უკანდახეულ პოზიციაზე თამაშობდა, დაცვას ხშირად ეხმარებოდა, შეტევაშიც აქტიურობა და ებიშერს ყვითელი ბარათი მიაღებინა. შემდეგ მის დარტყმულ ბურთს მეკარე სკორუპსკი დაეუფლა. მასპინძლები თავს უნარიანად იცავდნენ, მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი ბოლონიელებმა უკეთ დაიწყეს, კვარაცხელიამ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე „კვარამ“ თამაში გაამწვავა, კარშიც დაარტყა, თუმცა მეკარემ მოიგერია. 70-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში შეიჭრა, ოსიმენს გადაცემა გაუკეთა, ბურთი ხელზე მცველს მოხვდა, პენალტი კი ვიტორმა ვერ გამოიყენა. საპასუხო შეტევისას ზირზკეს გატანა „ნაპოლის“ მეკარე მერეტმა არ დაანება. 76-ე წუთზე ხვიჩა ელმასით შეცვალეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ურიგოდ არ ირჯებოდა და ნეაპოლელებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდათ, გარსიას გადაწყვეტილება უცნაური გახლდათ, მით უმეტეს მალე მოედნიდან ოსიმენიც გაიყვანა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ - 0:0.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 27 სექტემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
sportall.ge