გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

პრივილეგიები პირველი ლედის სამეგობროსთვის - არის თუ არა ხელშეუხებელი, ნუნუ თამაზაშვილის გარემოცვა

ნახვები: 1420 პრივილეგიები პირველი ლედის სამეგობროსთვის - არის თუ არა ხელშეუხებელი, ნუნუ თამაზაშვილის გარემოცვა

პრივილეგიები პირველი ლედის სამეგობროსთვის - არის თუ არა ხელშეუხებელი, ნუნუ თამაზაშვილის გარემოცვა. "ნოდარ მელაძის შაბათი" წავკისის ციხესიმაგრეში გადახდილი გრანდიოზულ წვეულების ირგვლივ ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს.

კადრების გაშიფვრის შემდეგ დადგინდა, რომ ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღეზე ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელი, სოფიო ჩიტიაშვილიც იმყოფებოდა. ქალბატონი სოფიოს მეუღლე ნუგზარ ჭეიშვილია - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყოფილი  ხელმძღვანელი. ნუგზარ ჭეიშვილი ამ თანამდებობაზე იმ დროს მუშაობდა, როდესაც ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა. კომპანიისგან რომელმაც სამუშაოები უხარისხოდ ჩაატარა, სწორედ მან ჩაიბარა. თუმცა ნუგზარ ჭეიშვილს პასუხისმგებლობა თავიდან აარიდეს. ოპოზიცია ამბობს, რომ მიზეზი სოფო ჩიტიაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის დაქალობაა. 

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის სკანდალის შემდეგ, ჭეიშვილი სხვა თანამდებობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, ის დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და აქაც დიდ სკანდალში გაეხვა:  თანამშრომელი, ნატალია სარდიაშვილი მას ტერორში სდებდა ბრალს,  მხილების მიუხედავად ისევ ხელშეუხებლობით ისარგებლა.

არის თუ არა ნუნუკა თამაზაშვილის საიუბილეო წვეულების დაფინანსება ხელშეუხებლობის გარანტია, არის თუ არა პრემიერის ოჯახთან მეგობრობა გარანტია, რომ რაც არ უნდა დააშავო არავინ შეგეხება.

თანამედროვე ციხესიმაგრეში პირველი ლედის საიუბილეო წვეულების სტუმარი იყო "კრწანისი რეზიდენსის" მფლობელის, ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე. თუ ნინა კობახიძის საჯარო პოსტს დავეყრდნობით, პირველი ლედის საიუბილეო წვეულების დაფინანსებაში მდიდარი ბიზნესმენის მეუღლემაც  მიიღო. ნინო სუთიძის მეუღლეს გადასცეს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორია და პროტესტის მიუხედავად აძლევენ მასშტაბური მშენებლობის უფლებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა